Accentnews.ge
ბერლინი ადასტურებს, რომ ვაშინგტონი გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული კონტინგენტის შემცირების საკითხს განიხილავს

ბერლინი ადასტურებს, რომ ვაშინგტონი გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული კონტინგენტის შემცირების საკითხს განიხილავს

11/06/2020 07:38:21 მსოფლიო

ბერლინი ადასტურებს, რომ ვაშინგტონი გერმანიაში ამერიკული კონტინგენტის შემცირების საკითხს განიხილავს, – იუწყება "The Local".

"ფედერალურ მთავრობას აცნობეს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში არსებობს მოსაზრებები, შეამცირონ ამერიკული შეიარაღებული ძალების კონტინგენტი გერმანიაში. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღიათ", – განუცხადა ჟურნალისტებს კანცლერ ანგელა მერკელის პრეს–სპიკერმა ულრიკე დემერმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს როგორც თეთრი სახლი, ასევე NATO ამ ეტაპზე იკავებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ გერმანიაში განლაგებული 34 500 ამერიკელი მოსამსახურის დაახლოებით 15 000–ით შემცირებას გეგმავს.

რიგი ამერკელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ თუ ვაშინგტონი გერმანიაში კონტინგენტს შეამცირებს, აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დააზიანებს, ხოლო ევროპაში რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს.

ცნობისთვის: სადღეისოდ ევროპაში ყველაზე მეტი ამერკელი ჯარისკაცი გერმანიაში დისლოცირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S