Accentnews.ge
ევროკავშირის ხელმძღვანელობა რუსეთისთვის სანქციების შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს

ევროკავშირის ხელმძღვანელობა რუსეთისთვის სანქციების შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს

11/06/2020 07:14:54 მსოფლიო

ევროკავშირის ხელმძღვანელობა რუსეთისთვის სანქციების შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ევროპარლამენტის დეპუტატებისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

როგორც "რადიო თავისუფლება" იუწყება, დოკუმენტი 26 მაისით არის დათარიღებული და მასში აღნიშნულია, რომ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოსკოვს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელს არ უშლის.

"არც ერთი ზომა არ ითვალისწინებს სურსათის ან წამლების, ვანქცინის ან სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვას", – ნათქვამია წერილში.

აღნიშნულ წერილს წინ უძღოდა ევროპარლამენტის 19 წევრის მიმართვა ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი, რომ პანდემიის გამო გადაეხედათ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის.

სანქციების პირველი პაკეტი ევროკავშირმა მოსკოვს 2014 წელს დაუწესა ყირიმის ანექსიის საპასუხოდ. რუსეთს ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებას ედავებიან, რასაც მოსკოვი დღემდე უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S