ბოლო 24 საათში Covid-19-ით აზერბაიჯანში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში
10/06/2020 17:35:05 მსოფლიო
ბოლო 24 საათში Covid-19-ით აზერბაიჯანში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში. დღე–ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო იტალიაში – 283.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში დაავადებამ 102 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 8 530 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4 720 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 413 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 321 000–ს გადააჭარბა, 3 606 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 827-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 690 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


