Accentnews.ge
უკრაინის გენპროკურატურა: „პოროშენკომ დაზვერვის ხელმძღვანელს უფლებამოსილების გადაჭარბებისკენ  უბიძგა“

უკრაინის გენპროკურატურა: „პოროშენკომ დაზვერვის ხელმძღვანელს უფლებამოსილების გადაჭარბებისკენ უბიძგა“

10/06/2020 13:39:11 მსოფლიო

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაეცა უწყება დანაშაულში ეჭვმიტანილობის თაობაზე.

გამოძიების ვერსიით, პოროშენკო 2018 წელს, უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას „აშკარად დანაშაულებრივი ბრძანებულების გამოცემით სამხედრო თანამდებობის პირს, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს უბიძგა ძალაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადაჭარბებისკენ, ანუ ისეთი მოქმედებების განზრახ ჩადენისკენ, რომლებიც აშკარად სცილდება მისთვის განკუთვნილ უფლებებსა და უფლებამოსილებებს“.

როგორც გენპროკურატურაში აცხადებენ, ამჟამად პოროშენკოს წინასწარ დაკავებაში აყვანის საკითხი წყდება.

პოროშენკოს ერთ-ერთი ადვოკატი ილია ნოვიკოვი ვარაუდობს, რომ საქმე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი სემეჩკოს დანიშნვას ეხება.

„ეს საქმე ისე იყო ფორმულირებული, თითქოს პოროშენკომ ფულის მოპარვის მიზნით დანიშნა ის პროცედურების გვერდის ავლით. ეს აბსურდია. ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა რუსლან რიაბოშაპკამ უკვე განაცხადა, რომ ეს იურიდიული „ტრეშია“,– განაცხადა ადვოკატმა.

თავად პოროშენკომ კი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, თავი შეიკავოს ოპოზიციის დევნისგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S