Accentnews.ge
სოხუმის ხელისუფლებას სურს, საქართველოს მოქალაქეებს “საზღვრის კვეთის წესებით” ბუკლეტები დაურიგოს

სოხუმის ხელისუფლებას სურს, საქართველოს მოქალაქეებს “საზღვრის კვეთის წესებით” ბუკლეტები დაურიგოს

10/06/2020 13:37:12 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა, რომელზეც, მათ შორის, საქართველოს სამი მოქალაქის ამასწინანდელი დაკავების ფაქტზეც გამახვილდა ყურადღება.

დე ფაქტო მინისტრმა აღნიშნა, რომ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც შესაბამისი უწყებები სწავლობენ, თავად კი გამოთქვა ინიციატივა, სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს “საქართველოს მოქალაქეების შესაბამისი ინფორმირება, მათ შორის – სახელმწიფო საზღვრის კვეთის წესების შემცველი ბუკლეტების გამოყენებით”.

  • გალის ოკუპირებული რაიონის მიდამოებში, ე.წ. გამყოფი ხაზის სიახლოვეს დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს «სახელმწიფო საზღვრის წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად უკანონოდ კვეთაში” სდებენ ბრალს. აფხაზური (რუსეთის ფედერაციის) სს კოდექსის შესაბამისი მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში განაცხადეს, რომ მუშაობენ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას მხარეებმა ასევე კორონავირუსის ეპიდემიის კუთხით ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

დე ფაქტო საგარეო უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, დაურ კოვემ კიდევ ერთხელ გადაუხადა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რომელსაც, მისი თქმით, რეგულარული ხასიათი აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S