ზელენსკი: "რუს ერს ყირიმის გამო შერცხვება"
10/06/2020 12:37:26 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუს ერს ყირიმის გამო წლების შემდეგ შერცხვება.
„რუს ერს რამდენიმე წელიწადში შერცხვება, იმის გამო, რაც მოხდა. სამწუხაროდ, ეს ასეა. ყირიმის დაბრუნების გარეშე არ იქნება ერთიანობა და ნორმალური, ღია, მეგობრული ურთიერთობის შესაძლებლობა უკრაინელ და რუს ხალხებს, მომავალ თაობებს შორის. ეს შეუძლებელია, რადგან მეზობლები ვართ, ჩვენ „ამ ბინაში ვცხოვრობთ“ და გადასვლას არავინ აპირებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.


