HBO Max-მა აშშ-ში რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ფონზე ფილმი „ქარწაღებულნი“ კატალოგიდან დროებით ამოიღო
10/06/2020 12:15:35 მსოფლიო
HBO Max-მა აშშ-ში რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ფონზე ფილმი „ქარწაღებულნი“ კატალოგიდან დროებით ამოიღო.
როგორც HBO-ს განცხადებაშია ნათქვამი, "1939 წელს გადაღებული ფილმი ასახავს იმ ეპოქის ეთნიკურ და რასობრივ სტერეოტიპებს, რომლებიც მისი გადაღებისას ამერიკულ საზოგადოებაში არსებობდა და მაშინაც ისეთივე არასწორი იყო, როგორც დღესაა".
კომპანიის ცნობით, სამომავლოდ ფილმს ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირებით ინფორმაციას დაურთავენ და კატალოგში დააბრუნებენ.
ფილმში „ქარწაღებულნი“ აშშ-ის სამოქალაქო ომის (1861-65) პერიოდია ასახული და ფილმს ხშირად აკრიტიკებდნენ მონობის რომანტიზებისთვის.


