Accentnews.ge
OECD - პანდემიისგან დაზარალებულ მსოფლიო ეკონომიკას აღსადგენად, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება

OECD - პანდემიისგან დაზარალებულ მსოფლიო ეკონომიკას აღსადგენად, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება

10/06/2020 11:14:27 მსოფლიო

პანდემიისგან დაზარალებულ მსოფლიო ეკონომიკას აღსადგენად, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება. ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

"პანდემიამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური რეცესია გამოიწვია ბოლო ასწლეულის მანძილზე. ის უზარმაზარ ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და სამუშაო ადგილებს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაცია მსოფლიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენების განვითარების ორ სცენარზე საუბრობს. ანგარიშის თანახმად, პირველი სცენარის შემთხვევაში თუ Covid-19-ის გავრცელების მეორე ტალღის გამო საკარანტინო რეჟიმები კვლავ დაწესდება, 2020 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა 7.6%-ით შემცირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ მეორე ტალღა არ იქნება, 2020 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის 6%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S