ევროკავშირი ვიზიტორებისთვის დაწესებული აკრძალვების მოხსნას იწყებს
10/06/2020 10:48:00 მსოფლიო
ევროკომისია მიმდინარე კვირას რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს, რომელიც 1 ივლისიდან ევროკავშირში უცხოელების შესვლაზე დაწესებული აკრძალვები ნაწილობრივ მოხსნას ეხება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები ეტაპობრივად იმ ქვეყნებისთვის მოიხსნება, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო 17 მარტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ევროკავშირის გარე საზღვრების 30 დღით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. შემდგომში აღნიშნული აკრძალვა რამდენჯერმე გახანგრძლივდა და დღემდე მოქმედებს.


