Accentnews.ge
Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის კუთხით საქართველოს სამეზობლოს მონაცემები ბრაზილიურს მიუახლოვდა

Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის კუთხით საქართველოს სამეზობლოს მონაცემები ბრაზილიურს მიუახლოვდა

10/06/2020 08:23:51 მსოფლიო

Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის კუთხით საქართველოს სამეზობლოს მონაცემები ბრაზილიურს მიუახლოვდა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია, შემდეგ ადგილს თურქეთი იკავებს, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილზე – სომხეთი და აზერბაიჯანია.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 700 000–ს მიაუხლოვდა, ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 742 084-ს შეადგენს.

  • თურქეთი: 172 114 ინფიცირებული, 4 729 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 8 191 ინფიცირებული, 98 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 14 103 ინფიცირებული, 227 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 493 657 ინფიცირებული, 6 358 გარდაცვლილი

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 413 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 321 000–ს გადააჭარბა, 3 606 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 822-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 690 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S