სომხეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 000–ს გადააჭარბა
10/06/2020 06:55:50 მსოფლიო
სომხეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში დაავადებით 10 ადამიანი დაიღუპა და 428 დაინფიცირდა, გუშინ კი 11 ადამიანი დაიღუპა და 195 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 227 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 14 103 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 5 226 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 413 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 321 000–ს გადააჭარბა, 3 606 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 822-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 690 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


