ბოლო 24 საათში ბრაზილიაში Covid-19-ით 32 091 ადამიანი დაინფიცირდა
10/06/2020 06:10:48 მსოფლიო
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში Covid-19-ით 32 091 ადამიანი დაინფიცირდა და 1 272 გარდაიცვალა.
კოვიდ–ინფიცირებულების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ქვეყანაა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 742 084-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 325 602 ადამიანი, ხოლო 38 497 გარდაიცვალა.


