Accentnews.ge
ელგბტ თემის წარმომადგენლებმა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

ელგბტ თემის წარმომადგენლებმა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

14/06/2019 21:11:42 სხვა, საზოგადოება

ელგბტ თემის წარმომადგენლებმა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვეს. მათ კონტრაქციისგან პოლიციის კედელი ჰყოფდათ. როგორც აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა განაცხადა, ეს არ არის უკან დახევა. 

"ჩვენ აქ მშვიდობით მოვედით და მშვიდობით მივდივართ. მოძალადეებმა იცოდნენ, რომ დაიჭერდნენ ძალადობისთვის და დაიჭირეს კიდეც",– აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

ვინ მიიღო აქციის დაშლის გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც მათ კანცელარიასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩენა ჰქონდათ დაანონსებული, უცნობია. 

ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და აქტივისტების ტერიტორიიდან გასვლას კონტრაქციის წარმომადგენლები შეძახილებით შეხვდნენ: "ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ!"

ადგილზე რჩებიან კონტრაქციის წარმომადგენლები, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯამში 13 პირია დაკავებული. კონტრაქციის წარმომადგენლები მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც აქციის ერთ–ერთმა მონაწილე სასულიერო პირმა განაცხადა, ლევან ვასძე ხვალ განცხადებას გააკეთებს. კითხვაზე, რატომ ელიან მის განცხადებას, აქციის ორგანიზატორია თუ არა, მან უპასუხა, რომ არა, თუმცა ავტორიტეტით სარგებლობს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S