BP სამუშაო ადგილებს მნიშვნელოვნად ამცირებს
09/06/2020 19:24:53 მსოფლიო
BP სამუშაო ადგილებს 10 000-ით ამცირებს. მიზეზად ნავთობის ფასებთან დაკავშირებული მოვლენები სახელდება.
როგორც ირკვევა, ძირითადად შემცირება 15%–ს – ოფისში მომუშავე პერსონალს შეეხება.
ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ბერნარდ ლუნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიაის პირობებში ნავთობზე მოთხოვნა დაეცა და ხარჯების შემცირება აუცილებელი გახადა.
"ჩვენ ვხარჯავთ იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე გამოვიმუშავებთ. ვსაუბრობ მილიონობით დოლარზე დღეში“, – განაცხადა ბერნარდ ლუნიმ.
შეგახსენებთ, "ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი აპრილის თვეში რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა.


