Accentnews.ge
Honda-ს ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა

Honda-ს ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა

09/06/2020 19:17:25 მსოფლიო

ავტომწარმოებელი Honda აცხადებს, რომ მის ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის ფუნქციონირებაზე იქონია გავლენა,– იუწყება BBC.

კიბერთავდასხმის გამო იაპონურ ავტომწარმოებელ კომპანიაში შეფერხდა კომპიუტერულ სერვერებზე წვდომა, ასევე ელექტრონულ ფოსტასა და სხვა შიდა სისტემებზე.

„გავლენა არის ასევე წარმოების სისტემაზე იაპონიის გარეთ. მიმდინარეობს მუშაობა გავლენების შესამცირებლად და წარმოების ფუნქციონირების სრულად აღსადგენად“, – აცხადებენ კომპანიაში.

კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S