Accentnews.ge
ბელგიაში რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში ლეოპოლდ II-ს ძეგლი აიღეს

ბელგიაში რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში ლეოპოლდ II-ს ძეგლი აიღეს

09/06/2020 17:07:43 მსოფლიო

ბელგიური ანტვერპენის ხელისუფლებამ რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში მეფე ლეოპოლდ II-ს ძეგლის დემონტაჟი განახორციელა.

ლეოპოლდ II ქვეყანას 1865-1909 წლებში მართავდა. მისი მმართველობის პერიოდში დაიპყრეს მდინარე კონგოს აუზი (ამჟამინდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადგილი). ბელგიურ კოლონიას “თავისუფალი სახელმწიფო კონგო” ერქვა, თუმცა ტერიტორიის მაცხოვრებლები ლეოპოლდ II-ს პირად საკუთრებად ითვლებოდნენ.

  • წარსულში ლეოპოლდის ძეგლი არაერთგზის ქცეულა ვანდალიზმის სამიზნედ.
  • ძეგლი მთელს მსოფლიოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე აიღეს, რომლებიც მაისის ბოლოს აშშ-ში, მინესოტაში პოლიციის მიერ დაკავებისას გამოყენებული ძალადობის შედეგად აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას მოჰყვა. მაშინვე ბელგიაში ლეოპოლდ II-ს ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S