Accentnews.ge
ტრამპი – თავდაცვის ყოფილ მდივანზე: "ის საშინელია!"

ტრამპი – თავდაცვის ყოფილ მდივანზე: "ის საშინელია!"

09/06/2020 14:30:12 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის ყოფილ მდივანს ჯეიმს მეტის აკრიტიკებს და მას „საშინელს“ უწოდებს.

„მეტისი ჩვენი ქვეყნის ყველაზე ზედმეტად დაფასებული გენერალი იყო. ის ლაპარაკობდა ბევრს, თუმცა არასდროს „მოჰქონდა სახლში მოგება“. ის იყო საშინელი! ერთ დღეს მე მის და სხვების შესახებ ნამდვილ ისტორიას მოგიყვებით – როგორც კარგს, ისე ცუდს!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ჯეიმს მეტისი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობას ტრამპის ადმინისტრაციაში 2017 წლის 20 იანვრიდან 2019 წლის იანვრამდე პერიოდში იკავებდა. მან პოსტი დონალდ ტრაპთან პოლიტიკური უთანხმოების გამო დატოვა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თავდაცვის ყოფილმა მდივანმა ჯეიმს მეტისმა მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ ტრამპის მიდგომა გააკრიტიკა. როგორც მეტისმა განაცხადა, ტრამპის ქმედებები ამერიკელი ხალხის კიდევ უფრო დანაწევრებას ემსახურება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S