კიევი თეირანისგან კომპენსაციას მოითხოვს
09/06/2020 13:07:40 მსოფლიო
კიევი თეირანისგან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის კომპენსაციას მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ენინმა გამოცემა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინული დელეგაცია წარმართავს მოლაპარაკებებს მთავრობათაშორისო დონეზე და მოითხოვს, ირანული მხარისგან მისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების მაქსიმალურად სრულად შესრულებას, მათ შორის, კომპენსაციების გადახდასაც“, – განაცხადა ენინმა.
ევგენი ენინის თქმით, ირანულ მხარეს სარგებელს არ მოუტანს თვითმფრინავის „შავი ყუთების“ გადაცემის გაჭიანურება.
„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგ-737“ 2020 წლის 8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან გაფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი ემსხვერპლა. მოგვიანებით, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ირანელმა სამხედროებმა შეცდომით ჩამოაგდეს.


