Accentnews.ge
კონტრაქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის მოადგილეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

კონტრაქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის მოადგილეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

14/06/2019 20:36:43 სხვა, სამართალი

„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც ლგბტ თემის კონტრაქციას მართავენ, სახალხო დამცველის მოადგილეს გიორგი ბურჯანაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბურჯანაძე სახალხო დამცველის აპარატის სხვა თანამშრომლებთან ერთად თვისუფლების მეტროს მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც ის კონტრაქციის მონაწილეებმა შეურაცმხყოფელი შეძახილებით: "დაგიამხსოვრებთ", "დაგერხა" გააცილეს. კონტრაქციის მონაწილეები იმუქრებოდნენ და ომბუდსმენის წარმომადგენელს აგინებდნენ. 

ბურჯანაძემ სამართალდამცველებს მიმართა, რეაგირება მოეხდინათ აშკარა დანაშაულზე.

ინციდენტი მას შემდეგ განიმუხტა, , რაც ბურჯანაძემ პოლიციის თანამშრომლების თანხლებით მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დროებით დატოვა.

„ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი უნდა ჩაგვეცილებინა გასასვლელამდე, როდესაც კონტრაქციის წარმომადგენლები გამოენთნენ ჩვენსკენ და დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე იყო მუქარა ფიზიკური შეურაცხყოფის. ეს იყო კრიმინალური აქტი, რომელსაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.“-აღნიშნა ბურჯანაძემ.

აქცია და კონტრაქცია უკვე 4 საათზე მეტია მიმდინარეობს. გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ფონზე ლგბტ აქტივისტები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მთავრობას პოზიციის დაფიქსირებას თხოვენ.

აქტივისტებმა აქცია დღეს 7 საათისთვის დაანონსეს და როგორც ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია. კანცელარიასთან მისულებს ჰომოფობიური ჯგუფები და პოლიციელები დახვდნენ. მათი თქმით, პოლიციამ კანცელარიის წინ აქციის გამართვის უფლება არ მისცა, ამიტომ პროტესტმა კიბეებზე გადაინაცვლა, სადაც ასეულობით პოლიციელი ყოფს მათ აგრესიული ჯგუფებისგან.

კონტრაქციის მონაწილეები აგრესიულები არიან არამხოლო აქტივისტების, არამედ ჟურნალისტების მიმართაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქციაზე სულ 8 პირი დააკავეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S