სტოლტენბერგმა 2030 წლისთვის ნატო-ს გაძლიერების საკითხზე დისკუსიის ინიცირება მოახდინა
09/06/2020 11:16:01 მსოფლიო
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დისკუსიის ინიცირება მოახდინა თემაზე, როგორ უნდა გაძლიერდეს ალიანსი 2030 წლისთვის, რათა ხვალინდელი დღის გამოწვევებზე ეფექტური რეაგირება შეეძლოს.
«დღეს მოხარული ვარ, მოვახდინო დისკუსიის “ნატო-2030” ინიცირება. ეს არის შესაძლებლობა, დავფიქრდეთ იმაზე, სად ვხედავთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ათ წელიწადში და როგორ გააგრძელებს ის ჩვენს დაცვას ნაკლებად პროგნოზირებად მსოფლიოში. “ნატო-2030”-ის ჩემი ხედვა – ეს ალიანსის გადატვირთვა არ არის, საუბარია იმაზე, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ისედაც ძლიერი ალიანსი კიდევ უფრო მეტად», - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე აზრით, უნდა გაძლიერდეს ნატო-ს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური ასპექტები.
სტოლტენბერგის აზრით, კორონავირუსის პანდემიამ უსაფრთხოების სფეროში დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა. კონკრეტულ გამოწვევებს შორის კი მან უპირველესად, რუსეთი დაასახელა და აღნიშნა, რომ “მოსკოვი თავის საომარ საქმიანობას არ ასუსტებს”.
რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას ალიანსის გენმდივანმა ე.წ. “ორლიანდაგოვანი” მიდგომა გაიხსენა, კერძოდ, შეკავების გაძლიერება დიალოგის იმავდროული გაგრძელებით.
«კონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო გზა ყოველგვარი ეჭვის აღმოფხვრაა იმასთა დაკავშირებით, რომ ნატო თავისი მოკავშირეების დაცვას შეძლებს. ამავე დროს, რუსეთი ჩვენი მეზობელია და არსად გაქრება. ჩვენ გვჯერა მოსკოვთან დიალოგის და გავაგრძელებთ სწრაფვას რუსეთთან უკეთესი ურთიერთობებისაკენ», - აღნიშნა მან.
საფრთხეებს შორის მეორე ადგილზე სტოლტემბერგი ტერორისტულ ორგანიზაციებს, კერძოდ “ისლამურ სახელმწიფოს” ხედავს.
გარდა ამისა, მისი აზრით, ჩინეთის გაძლიერება “მსოფლიოში ბალანსს პრინციპულად ცვლის”.


