Accentnews.ge
ჰარვარდის სამედიცინო სკოლა: „უჰანში ახალი ტიპის კორონავირუსი შესაძლოა, ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში გავრცელდა“

ჰარვარდის სამედიცინო სკოლა: „უჰანში ახალი ტიპის კორონავირუსი შესაძლოა, ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში გავრცელდა“

09/06/2020 10:34:21 მსოფლიო

ჩინეთის ქალაქ უჰანში ახალი ტიპის კორონავირუსი შესაძლოა, ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში გავრცელდა. ამის შესახებ ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებულ უახლეს კვლევაშია ნათქვამი.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ამაზე მიუთითებს სატელიტური ფოტოები (რომელზეც უჰანის საავადმყოფოს ავტოსადგომებია ასახული) და ინტერნეტ – ძიების ტენდენციები.

„ფოტოებზე ასახულია უჩვეულოდ გადატვირთული ავტოსადგომები, რომელიც უჰანის 5 საავადმყოფოსთანაა განთავსებული. ფოტოების გადაღების პერიოდი ზაფხულის ბოლო, შემოდგომის დასაწყისია. საყურადღებოა, რომ ამავე პერიოდში ჩინეთში ინტერნეტ–სივრცეში ყველაზე მეტად ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული სიტყვების ძიება მიმდინარეობდა. ყველაზე ხშირად იძებნებოდა სიტყვები „ხველა“ და „დიარეა“. ეს ძიების პროცესი აგვისტოში დაიწყო და პიკს დეკემბერში მიაღწია“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, ჩინეთში, უჰანში, სადაც Covid-19 პირველად გაჩნდა, ინფიცირებული პაციენტების უმეტესობას სწორედ „დიარეა“ და „ხველა“ აღენიშნებოდა.

კვლევის თანახმად, „თუ 2018 წლის შემოდგომის დასაწყისში უჰანის ყველაზე დიდი საავადმყოფოს „Tianyou“ ავტოსადგომებზე დაახლოებით 171 მანქანა იყო, 2019 წლის იმავე პერიოდში იგივე ავტოსადგომებზე 285 ავტომობილი იყო განთავსებული. ანუ ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით 67%–ით და უჰანის ჰოსპიტალების მიმართულებით მანქანების გადაადგილების სიხშირე 90%–მდე გაიზარდა“.

„ჩვენ მტკიცებით ფორმაში, გადაჭრით არ შეგვიძლია, განვაცხადოთ უკავშირდება თუ არა ზემოთხსენებული ფაქტორები ახალ კორონავირუსს. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული სამხილები მიუთითებენ, რომ უჰანის საავადმყოფოს გადატვირთული ავტოსადგომები, ასევე ინტერნეტ – ძიების ტენდენციები დაფიქსირდა მანამდე, სანამ უჰანის ე.წ. სველი ბაზრის იდენტიფიცირება მოხდებოდა. ჩვენმა კვლევის შედეგებმა ასევე დაადასტურა ჰიპოთეზა, რომ ვირუსი ბუნებრივად წარმოიშვა სამხრეთ ჩინეთში და 2019 წლის აგვისტოში იგი შესაძლოა, უკვე ცირკულირებდა უჰანის ე.წ. კლასტერში“, – აცხადებს კვლევის ერთ–ერთი თანაავტორი მეცნიერი ჯონ ბრაუნშტეინი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 408 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 201 000–ს გადააჭარბა, 3 539 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 818-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 686 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S