Accentnews.ge
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა თითქმის განახევრდა

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა თითქმის განახევრდა

09/06/2020 07:24:02 ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის პირველ კვარტალში 41.7%-ით შემცირდა.

კერძოდ, 2020 წლის I კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7%-ით ნაკლებია.

„შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში,“-ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

ამასთან, 2020 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურის მიხედვით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 44.2%-ით, მეორე ადგილზე აშშ - 17.0%-ით, ხოლო მესამეზე პანამა - 11.9%-ით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის I კვარტალში 87.5% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 94.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 57.4%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი - 34.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 15.8 მლნ. აშშ დოლარით.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ საქართველოში საინვესტიციო მდგომარეობა პანდემიამდე გაუარესდა.

“იანვრის ბოლოს შეიქმნა უკვე ჩვენთან ეს საბჭო, რადგან მოლოდინი არსებობდა, თუ გგონიათ მოლოდინი არსებობდა მხოლოდ საქართველოში და სხვაგან არ იცოდნენ რა ხდება, ძალიან ცდებით. ზოგადად ის, რომ პირველი კვარტალი ინვესტიციების, ეკონომიკური აქტივობის კუთხით იქნებოდა დაბალი მე მგონი ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. ის, რომ აპრილში უკვე ეკონომიკის 16%-იანი შემცირებაა, გგონიათ, რომ ეს მხოლოდ ერთ თვეში მოხდა და ამას წინ არაფერი არ უძღვოდა? შესაბამისად, ის რომ მთავრობა რაღაცას ვერ ახერხებს და საინვესტიციო მდგომარეობა საქართველოში პანდემიამდე გაუარესდა და პანდემიისგან დამოუკიდებლად რამე გაუფუჭდა, არაა ეს მართალი,“-აღნიშნა მაჭავარიანმა,“-აცხადებს მაჭავარიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S