Accentnews.ge
აშშ–ში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

აშშ–ში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

09/06/2020 07:08:29 მსოფლიო

აშშ–ში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში დაავადებით 476 ადამიანი დაიღუპა და 18 534 დაინფიცირდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსმა 113 061 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 2 026 597 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 773 505 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 408 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 201 000–ს გადააჭარბა, 3 539 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 818-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 686 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S