Accentnews.ge
ერთდღიანი კლების შემდეგ სომხეთში COVID–19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა

ერთდღიანი კლების შემდეგ სომხეთში COVID–19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა

09/06/2020 07:00:33 მსოფლიო

ერთდღიანი კლების შემდეგ სომხეთში COVID–19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათში დაავადებით 6 ადამიანი დაიღუპა და 350 დაინფიცირდა, გუშინ კი 11 ადამიანი დაიღუპა და 195 დაინფიცირდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 217 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 13 675 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4 451 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 408 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 201 000–ს გადააჭარბა, 3 539 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 818-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 686 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S