Accentnews.ge
თურქეთში 191 ადამიანი დააკავეს

თურქეთში 191 ადამიანი დააკავეს

09/06/2020 05:48:22 მსოფლიო

თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი 191 ადამიანის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის რეიდები იზმირში ჩატარდა.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ 2016 წელს მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი ფეტჰულა გიულენია, რომლის ორგანიზაცია „ფეტო“ თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებად არის გამოცხადებული. თავად გიულენი და მისი მხარდამჭერები ბრალდებას უარყოფენ.

8 ივნისს თურქეთის ხელისუფლებამ „ფეტოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი უსაფრთხოების სამსახურის 100-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი თანამშრომლის დაკავების ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S