Accentnews.ge
კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა აქცია დაიწყო

კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა აქცია დაიწყო

14/06/2019 16:00:29 სხვა, საზოგადოება

მთავრობის კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა ხელშეშლის მიუხედავად აქციის გამართვა მაინც მოახერხეს.

მათი ძირითადი გზავნილია „გამოდი“. აქციის ორგანიზატორები კანცელარიის შენობის კიბეებზე სხედან, მათ ხელში უჭირავთ ტრანსფარანტები წარწერით „გამოდი“, თან აქვს 7-ფეროვანი დროშა.

როგორ აქციის მონაწილე მარიამ კვარაცხალიამ განაცხადა, ადგილზე მობილიზებულია მოძალადე ჯგუფები, რომლებიც 5- წუთიანი აქციის გამართვის საშუალებას არ აძლევენ.

„მოძალადე ჯგუფები არიან მობილიზებული. აქცია დავაანონსეთ, რომ პატარა განცხადება ამოგვეკითხა. მთავრობის კანცელარიასთან 5–წუთიანი შეკრების უფლება გვერთმება. საჯარო სივრციდან ვართ გარიყოლები, მაგრამ ამას არ შევეგუებით“, - განაცხადა მარიამ კვარაცხელიამ.

აქციაზე დაბრუნდა აქტივისტი გიორგი თაბაგარიც. რომელიც აქციის დაწყებამდე პოლიციამ იქაურობას გაარიდა.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა და კონტრაციის მონაწილეთა რიგები პოლიციას აქვს გაყოფილი.

კონტრაქციიდან ისმის შეძახილები "დატოვეთ ტერიტორია", "სირცხვილი" "სიბიწის პროპაგანდას ქართველი ერთი არ დაუშვებს".

ლგბტ აქტივისტები მათ პასუხობენ, რომ მათაც აქვთ ხმა და უფლებები. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S