ბოლო 24 საათში Covid-19-ით აზერბაიჯანში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში
08/06/2020 15:30:16 მსოფლიო
ბოლო 24 საათში Covid-19-ით აზერბაიჯანში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში. დღე–ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო იტალიაში – 197.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში დაავადებამ 93 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 7 876 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4 377 პირი.


