იტალიის სტატისტიკის სამსახური ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებს
08/06/2020 15:08:20 მსოფლიო
იტალიის სტატისტიკის ეროვნული სამსახური ( ISTAT)ქვეყანაში 2020 წლისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებს.
ISTAT–ს განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა 8,3%-ით შემცირდება. თუმცა, სტატისტიკის სამსახურში ვარაუდობენ, რომ მომავალი წლისთვის ეკონომიკა 4,6%-ით გაიზრდება.
იტალია ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ახალი კორონავირუსი დიდი მასშტაბებით გავრცელდა. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით ორი თვის განმავლობაში იტალიაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 234 998-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია165 837ადამიანი, ხოლო 33 899 გარდაიცვალა.


