Accentnews.ge
ვაჟის ქორწილის გამო სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი პოსტებს ემშვიდობებიან

ვაჟის ქორწილის გამო სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი პოსტებს ემშვიდობებიან

08/06/2020 13:56:43 კავკასია

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის წინადადება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროს ედუარდ მარტიროსიანის, შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელ ართაკ დავთიანის, პოლიციის შეფ არმან სარგსიანის თანამდებობებიდან გათავისუფლების თაობაზე.

როგორც ფაშინიანმა “ფესბუქში” დაწერა, მან აღნიშნულ ჩინოსნებს უკვე შემცვლელებიც მოუძებნა და ეს მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისთანავე შევა ძალაში.

  • რამდენიმე დღის წინ გენშტაბის უფროსმა თავის ვაჟს დიდი ქორწილი გადაუხადა და ეს – კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად. პომპეზურ ღონისძიებას ძალოვანი ბლოკის რიგი მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ.
  • გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსს კიდევ 11 მოქალაქე ემსხვერპლა, ჯამში კი უკვე 211 ადამიანია დაღუპული. გამოვლინდა კოვიდ-ინფიცირების 195 ახალი შემთხვევა, სულ კი ეპიდემიის დაწყების დროიდან უკვე 13 325 ინფიცირებულია აღრიცხული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S