
“ნეტგაზეთის” ჟურნალისტს აქციაზე ტელეფონი წაართვეს და ძირს დაუგდეს
14/06/2019 16:02:00 სხვა, სამართალი, საზოგადოება
“ნეტგაზეთის” ჟურნალიტს, რომელიც კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, აქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო.
ჟურნალისტ გიორგი დიასამიძის თქმით, ამ პროცესს თვალს ადევნებდა პოლიცია, თუმცა რეაქცია არ ჰქონია.
პირი, რომელმაც ტელეფონი წაართვა, მანამდე ეკითხებოდა თუ ვინ იყო და რომელ მედიასაშუალებას წარმოადგენდა, რის შემდეგაც ტელეფონი წაართვა.
კანცელარიასთან თბილისი პრაიდის ორგანზატორების აქცია იყო დაგეგმილი დღეს 19.00 საათზე, თუმცა მანამდე იქ პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. პირი, რომელმაც ჟურნალიტს ტელეფონი წაართვა, სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო.
პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიის შენობასთან მიახლოების შესაძლებლობა არ ეძლევათ. პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული პრაიდის ორგანიზატორებსა და ულტრამემარჯვენე ძალებს შორის.
მთავარი ფოტო: პირი, რომელმაც ჟურნალიტს ტელეფონი წაართვა და ძირს დააგდო.
წყარო: "ნეტგაზეთი"