Accentnews.ge
გერჰარდ შრიოდერი “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად გადაირჩიეს

გერჰარდ შრიოდერი “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად გადაირჩიეს

08/06/2020 10:56:22 მსოფლიო

გერმანიის ექს-კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ხელახლა აირჩიეს “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად, - იუწყება რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შრიოდერი ამ საბჭოს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი დანიშნვის დროს გერმანიის მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა და ყველას შეახსენებდა, რომ "როსნეფტი" ევროკავშირის სასანქციო სიაში შედიოდა.

თავად შრიოდერი უკრაინულ საიტ “მიროტვორეცის” სიაში მოხვდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის ნოემბერში გამოცემა “Aachener Nachrichten”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხდა, რომ “რუსეთის მიერ ყირიმის მიერთება – ეს რეალური სიტუაციაა და მისი აღიარება, ადრე თუ გვიან, ყველას მოუწევს”. რუსეთის გაზის პროექტებში თავისი მონაწილეობა კი მან "გერმანიის სტრატეგიული ინტერესებით” ახსნა.

გარდა ამისა, შრიოდერი Nord Stream 2 AG-ის აქციონერთა კომიტეტს თავმჯდომარეობს. ეს ოპერატორი კომპანია გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მშენებლობას ხელმძღვანელობს.

იხილეთ ასევე: “გერმანიამ მხეცის კვება უნდა შეწყვიტოს" - აშშ "ჩრდილოეთ ნაკად-2"-ს კვლავ ამუხრუჭებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S