Accentnews.ge
თურქეთში კიდევ 150–მდე პირის დაკავების ორდერი გაიცა

თურქეთში კიდევ 150–მდე პირის დაკავების ორდერი გაიცა

08/06/2020 09:02:20 მსოფლიო

თურქეთის პროკურატურამ სასულიერო პირ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 149 ადამიანის დაკავების განკარგულება გასცა, - იუწყება ადგილობრივი მედია.

მედიის ცნობით, აღნიშნული პირების უმეტესობა თურქეთის უსაფრთხოების ძალების ყოფილი თანამშრომელია.

ცნობისთვის: თურქეთში 2016 წლიდან დღემდე ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის ბრალდებით 80 000-მდე ადამიანი დააკავეს, 150 000-ზე მეტი კი სამსახურებიდან გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S