საქართველოს მეზობელ ქვეყნებში სადღეისოდ არსებული ეპიდსიტუაცია
08/06/2020 08:53:09 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000–ს, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა 600 000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული და დაინფიცირებული.
- თურქეთი: 170 132 ინფიცირებული, 4 692 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 7 553 ინფიცირებული, 88 გარდაცვლილი
- სომხეთი: 13 325ინფიცირებული, 211 გარდაცვლილი
- რუსეთი: 476 658 ინფიცირებული, 5 971 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 406 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 000 000–ს გადააჭარბა, 3 463 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 810-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 683 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


