Accentnews.ge
რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 6000–ს  მიუახლოვდა

რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 6000–ს  მიუახლოვდა

08/06/2020 08:04:48 მსოფლიო

რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 6000–ს მიუახლოვდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 112 ადამიანი დაიღუპა და 8 985 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 5 971 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 476 658 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 230 688 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 406 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 000 000–ს გადააჭარბა, 3 463 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 810-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 683 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S