Accentnews.ge
ნატო-ს ათეულობით ხომალდი ბალტიის ზღვაში შევიდა

ნატო-ს ათეულობით ხომალდი ბალტიის ზღვაში შევიდა

08/06/2020 07:41:02 მსოფლიო

ნატო-ს ათეულობით ხომალდი სამხედრო მანევრებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ბალტიის ზღვაში შევიდა. სწავლება სახელწოდებით „ნატო ბალტოფსი 2020“ 16 ივნისამდე უნდა გაგრძელდეს.

როგორც ნატო-ს პრეს–ცენტრში განმარტეს, მანევრებში 29 ხომალდი და ავიატექნიკის 29 ერთეული მონაწილეობს. სამხედრო მანევრებში ალიანსის 17 წევრი სახელმწიფოს 3 000 სამხედრო იქნება ჩართული. ასევე მანევრებში მონაწილეობენ ნატო-ს პარტნიორი სახელმწიფოები – შვედეთი და ფინეთი.

სწავლებები გერმანიისა და დანიის სანაპიროების სიახლოვეს, ბალტიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იმართება.პანდემიის გამო სწავლებები მხოლოდ ზღვაში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S