Accentnews.ge
პეკინის მთავრობა მოსახლეობაზე 1,7 მილიარდი დოლარის ვაუჩერებს გასცემს

პეკინის მთავრობა მოსახლეობაზე 1,7 მილიარდი დოლარის ვაუჩერებს გასცემს

08/06/2020 07:08:57 მსოფლიო

პეკინი შეურთდა ჩინეთის ათობით სხვა ქალაქს, რომლებმაც მოხმარების სტიმულირებისთვის მოსახლეობას სპეციალური ვაუჩერები დაურიგეს,- იუწყება Bloomberg.

პეკინის ხელისუფლება მოსახლეობას ჯამურად 12,2 იოანს [1,7 მილიარდი დოლარის] ღირებულების ვაუჩერებს დაურიგებს, რომელთა განაღდებაც სხვადასხვა სახის საყიდლებისთვის და კვების ობიექტებში იქნება შესაძლებელი.

ვაუჩერების გაცემა 6 ივნისს, ადგილობრივი დროით დილით, 10:00 საათზე დაიწყო. მოსახლეობას სამთავრობო ვაუჩერების გამოყენება ტურისტული სფეროს მომსახურების და ასევე, ონლაინ–ვაჭრობისთვისაც შეეძლებათ.

ვაუჩერები 4 ეტაპად გაიცემა და თითოეულის გამოყენება 14 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში პეკინში რიტეილერების გაყიდვები, დაახლოებით 20%-ით შემცირდა. ქვეყნის მასშტაბით იგივე მაჩვენებელმა 16% შეადგინა.

მანამდე იგივე ზომებს ჩინეთის დაახლოებით 50 ქალაქმა მიმართა, ჯამურად გაცემულია 846 მილიონი დოლარის ვაუჩერები.

17 აპრილს ჩინეთის სტატისტიკის სამსახურმა პირველი კვარტლის ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ჩინეთის მშპ 6,8%-ით შემცირდა. კლებამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S