Accentnews.ge
სომხეთში COVID–19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შემცირდა

სომხეთში COVID–19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შემცირდა

08/06/2020 07:02:33 მსოფლიო

სომხეთში COVID–19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შემცირდა. დღე– ღამის განმავლობაში დაავადებით 11 ადამიანი დაიღუპა და 195 დაინფიცირდა.

7 ივნისს ქვეყანაში COVID–19–ის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 211 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 13 325 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4 099 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 406 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 000 000–ს გადააჭარბა, 3 463 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 810-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 683 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S