სიეტლში კაცმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა
08/06/2020 06:59:09 მსოფლიო
პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც სიეტლში საპროტესტო აქციაზე ავტომობილით შეიჭრა და დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ინციდენტის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადამყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.


