
პოლიციამ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორ გიორგი თაბაგარს კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინა
14/06/2019 15:17:17 სხვა, სამართალი
მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ ლგბტ აქტივისტი და აქციის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სწორედ იქ უნდა დაწყებულიყო 19:00 საათზე ლგბტ თემის წარმომადგენლების აქცია, სახელწოდებით "სახელმწიფო სად ხარ?"
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ამბობს, რომ "პრაიდი" ვერ ჩატარდება.
განახლება: გიორგი თაბაგარი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაბრუნდა. მისი თქმით, იგი დაკავებული არ ყოფილა და როგორც პოლიციაში უთხრეს უსაფრთხოების გამო გაიყვანეს ტერიტორიიდან.