Accentnews.ge
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა

08/06/2020 06:03:22 მსოფლიო

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს გლობალური მასშტაბით 406 127 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა კი 3 460 171-ს შეადგენს.

დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს აშშ იკავებს, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. შტატების შემდეგ ყველაზე მეტი – 691 962 შემთხვევა ბრაზილიაშია დადასტურებული, ხოლო მესამე ქვეყანა რუსეთია - 467 673 ინფიცირებულით.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 809-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 674 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S