Accentnews.ge
ნიუ–იორკის პოლიციის უფროსმა დემონსტრანტებს ბოდიში მოუხადა

ნიუ–იორკის პოლიციის უფროსმა დემონსტრანტებს ბოდიში მოუხადა

05/06/2020 20:13:59 მსოფლიო

ნიუ – იორკის პოლიციის უფროსმა დერმოთ შეამ დემონსტრანტებს ძალის გადამეტებისა და არასათანადო ლექსიკის გამო ბოდიში მოუხადა.

მისი თქმით, დაძაბულობის განსამუხტად „შეცდომების აღიარება“ აუცილებელია:

„ზოგჯერ საუკეთესოებიც წაბორძიკებიან ხოლმე. ნიუ–იორკელი პოლიციელები ქვეყანაში საუკეთესოები არიან. ბოდიშს ვიხდი თავაზიანობის ნაკლებობისთვის, გადაჭარბებული ძალისთვის, არასათანადო ლექსიკისა და სხვა შეცდომებისთვის. ჩვენც ადამიანები ვართ. ვწუხვარ!“.

მან ისიც აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში თავად პოლიციელებიც არაერთგზის გახდნენ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი.

„თქვენ წუხხართ ამის გამო?“ – მიმართა დემონსტრანტებს პოლიციის უფროსმა.

ცნობისთვის: აშშ-ში რასიზმის საწინააღმდეგო აქციები 10 დღეზე მეტია, არ წყდება. მომიტინგეები მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S