Accentnews.ge
კიევში მომიტინგეები შს მინისტრ ავაკოვის გადადგომას მოითხოვენ

კიევში მომიტინგეები შს მინისტრ ავაკოვის გადადგომას მოითხოვენ

05/06/2020 17:44:57 მსოფლიო

კიევში ასობით მომიტინგე უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის გადადგომას მოითხოვს. მანიფესტანტები უმაღლესი რადის (პარლამენტის) შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც მინისტრი დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მათ აქცია საკარანტინო დისტანციის დაცვით გამართეს.

დემონსტრანტები რამდენიმე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, კერძოდ, "Голос"-ს (“ხმას”), პროევროპულ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც პოპულარულმა როკ-მუსიკოსმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა დააფუძნა, ნაციონალისტურ პარტია "Правый сектор"-ს (“მემარჯვენე სექტორს”), გეი-აქტივისტების ორგანიზაცია "Киев-прайд"-ს (“კიევ-პრაიდს”), სხვა მოძრაობებს.

ბოლო დღეებში შს მინისტრს კრიტიკის ქარ-ცეცხლში სისტემატიურად ატარებენ. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ 6-წლიანი მინისტრობის მიუხედავად, ავაკოვი ვერ გაუმკლავდა პოლიციაში გამეფებულ თვითნებობას, ვერ გაატარა რეფორმა და ვერ უზრუნველჰყო ქვეყანაში კანონის უზენაესობა.

თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ავაკოვი “რეალურად ძლიერ მინისტრად” მოიხსენია, რითაც იგი კრიტიკულად განწყობილი დეპუტატების წინაშე დაიცვა.

  • ავაკოვი თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. მისი გათავისუფლების მოთხოვნები ბოლო დროს, მას შემდეგ გაძლიერდა, რაც კიევის მახლობლად, ქალაქ კაგარლიკში პოლიციელების მიერ ქალის გაუპატიურებისა და წამების ინციდენტი გახმაურდა. საზოგადოება ასევე აღაშფოთა მაისის ბოლოს კიევის ოლქში ბანდიტურ დაჯგუფებებს შორის მომხდარმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S