Accentnews.ge
ბრიტანული სპეცდანიშნულების ძალები ჯიჰადისრტებთან ბრძოლიდან რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე გადაორიენტირენდებიან

ბრიტანული სპეცდანიშნულების ძალები ჯიჰადისრტებთან ბრძოლიდან რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე გადაორიენტირენდებიან

14/06/2019 14:38:51 სხვა, მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის სპეცდანიშნულების ძალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მტრებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ახალი კონცეფცია შეიმუშავეს, რომლის პრიორიტეტებს შორის ახლა მთავარი არა ჯიჰადისტებთან ბრძოლა, არამედ რუსეთის, ირანისა და ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, – იუწყება The Guardian. 

მისივე ცნობით, სპეცდანიშნულების ძალების ამოცანა ანტიტერორისტული მისიის შესრულების მიმართულებით მცირდება, ხოლო მსხვილი სახელმწიფოების მხრიდან ოპერაციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ამოცანა პირიქით.

ახალი კონცეფცია ბრიტანეთს უფლებას ანიჭებს, საკუთარი სპეცრაზმები სხვა იმ სახელმწიფოების ტერიტორიებზე გამოიყენოს, სადაც ბრიტანული ჯარები განთავსებულნი არ არიან, რათა რუსეთიდან მომავალ საფრთხეს გაუწიონ წინააღმდეგობა. ამასთან, ახალი მისიების შესრულებისას სპეცრაზმები ნაკლებად გამოიყენებენ ძალას და უფრო მეტად იქნებიან ორიენტირებულები დაზვერვასა და კონტრდაზვერვასთან თანამშრომლობაზე.

გამოცემის ცნობით, კონცეფციის პროექტი ბრიტანულ მთავრობაში განსახილველად უახლოეს ხანებში იქნება წარდგენილი.

ცნობისთვის: დიდი ბრიტანეთის სპეცდანიშნულების ძალები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან და რამდენიმე სამსახურს მოიცავენ, რომელტა შორის უმთავრესია განსაკუთრებული საჰაერო სამსახური SAS, განსაკუთრებული სანაოსნო სამსახური SBS და სპეციალური სადაზვერვო სამსახური SRR.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S