Accentnews.ge
ვოლგისპირეთში პუტინისა და მედვედევის პორტრეტების უტილიზაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ვოლგისპირეთში პუტინისა და მედვედევის პორტრეტების უტილიზაციაზე ტენდერი გამოცხადდა

05/06/2020 15:28:28 მსოფლიო

ვოლგისპირეთის (რუსეთი) კულტურის ფედერალურმა სამმართველომ თავის საიტზე საოფისე ავეჯისა და აღჭურვილობის, მათ შორის პრეზიდენტ პუტინისა და ყოფილი პრემიერის, ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის – დიმიტრი მედვედევის პორტრეტების უტილიზაციაზე ტენდერის გამოცხადების შესახებ განაცხადი განათავსა.

ამაში სამმართველო არაუმეტეს 43 ათასი რუბლის დახარჯვას გეგმავს, - იუწყება "Открытые медиа" (“ღია მედია”).

  • 2019 წლის ოქტომბერში ანალოგიური ტენდერი გამოცხადებული ჰქონდა იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციას და ჩინოსანი, რომელმაც შესაბამისი განაცხადი ოფიციალურ საიტზე განათავსა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შემდგომში "Ура.ру"-სთვის მიცემულ ინტერვიუში იგი ირწმუნებოდა, რომ მომხდარი “ფატალური გაურკვევლობა” იყო.
  • საიტ "ЯмалПро"-ს წყაროები კი მაშინ აცხადებდნენ, რომ ამ განაცხადის ტექსტი ჩინოსანს კოლეგებმა გამიზნულად “ჩაუდეს”, რათა იგი უწყებიდან მოეშორებინათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S