Accentnews.ge
ბელარუსში პრეზიდენტობის პრეტენდენტი დააკავეს

ბელარუსში პრეზიდენტობის პრეტენდენტი დააკავეს

05/06/2020 15:16:18 მსოფლიო

მილიციამ გომელში (ბელარუსი) პრეზიდენტობის პრეტენდენტი ვლადიმირ ნეპომნიაშჩიხი დააკავა. იგი გომელის შს ცენტრალურ განყოფილებაშია გადაყვანილი. ოპოზიციონერს 31 მაისს მასობრივი ღონისძიებების ჩატარების წესების დარღვევას ედავებიან.

იმ დღეს დედაქალაქ მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მასობრივი აქციები გაიმართა პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდასაჭერად. ნეპომნიაშჩიხი გომელში, ცენტრალურ მოედანზე ერთკაციან პიკეტს მართავდა და მოქალაქეებს ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

თავად ოპოზიციონერი კანდიდატები ამბობენ, რომ მათი რეგისტრაცია ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა ხელმოწერების შეგროვება მათ ქვეყანაში საპროტესტო აქტივობის გაძლიერებაში დაეხმარებათ.

პრეზიდენტი ლუკაშენკო კი ოპოზიციას დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “ბელარუსში მაიდანს არ დაუშვებს”.

  • საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 9 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი. ლუკაშენკო, რომელიც ბელარუსს 1994 წლიდან მართავს, მეექვსე ვადით აპირებს კენჭისყრას.
  • ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი არ წარუდგენია, თუმცა ქვეყანაში მასობრივ აქციებს მართავს ცალკეული ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდასაჭერად. მიტინგებს დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი ექსრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S