Accentnews.ge
გერმანია: „აშშ–ის ვიდეო არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ტანკერზე თავდასხმის უკან ირანი დგას“

გერმანია: „აშშ–ის ვიდეო არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ტანკერზე თავდასხმის უკან ირანი დგას“

14/06/2019 14:14:07 სხვა, მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასის განცხადებით, აშშ–ის მიერ გავრცელებული ვიდეო არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ომანის ყურეში ტანკერზე თავდასხმის უკან ირანი დგას.

„ეს ვიდეო არასაკამრისი მტკიცებულებაა. შეგვიძლია, მივხვდეთ რა არის ასახული ამ ვიდეოში, თუმცა ჩემთვის საბოლოო შეფასების გასაკეთებლად ეს კადრები საკმარისი არ არის“, – განაცხადა მაასმა.

ცნობისთვის: ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმა გუშინ განხორციელდა. მომხდარში აშშ–მა ირანი დაადანაშაულა. 

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობა ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც მათი თქმით, ჩანს, რომ ირანელი სამხედროები ერთ-ერთი ტანკერიდან აუფეთქებელ ნაღმს იღებენ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პრეს–სპიკერის, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტან ბილ ურბანის განცხადებით, ერთ-ერთ ტანკერთან, რომელზეც ომანის ყურეში თავდასხმა განხორციელდა, ირანის არმიის ელიტური დანაყოფის – რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროები იმყოფებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S