ლიბიის პროთურქული მთავრობა აცხადებს, რომ დააკავეს ოპოზიციის მხარეს მებრძოლი რუსები
05/06/2020 12:43:35 მსოფლიო
ლიბიის პროთურქული მთავრობის განცხადებით, მათ ტყვეობაში იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იარაღით ხელში იბრძოდნენ აჯანყებული ოპოზიციის რიგებში.
მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გამოაცხადებენ.
ბოლო დღეებში ლიბიის პროთურქულმა მთავრობამ ბევრ ადგილას შეუტია ოპოზიციის ძალებს და მნიშვნელოვანი ტერიტორიებიც დაიკავა. რუსეთის მოქალაქეებიც (“ვაგნერის” მებრძოლები) ამ ბოლო ბრძოლებში ჩაიგდეს ხელთ.


