Accentnews.ge
ფლორიდაში, გემზე მომხდარი აფეთქების შედეგად 9 მეხანძრე დაშავდა

ფლორიდაში, გემზე მომხდარი აფეთქების შედეგად 9 მეხანძრე დაშავდა

05/06/2020 11:03:23 მსოფლიო

ფლორიდაში, გემზე მომხდარი აფეთქების შედეგად 9 მეხანძრე დაშავდა. სამაშველო ჯგუფი ხომალდზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად გამოიძახეს, აფეთქება კი დაახლოებით სამი საათის შემდეგ მოხდა.

9-ვე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეკიპაჟის 20-ზე მეტმა წევრმა კი ბორტი აფეთქებამდე დატოვა.

ნორვეგიული გემი ძველი მანქანებით იყო დატვირთული და ინციდენტის დროს ქალაქ ჯექსონვილის დასატოვებლად ემზადებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S