
მედია: მოსკოვში აფეთქება მოხდა
05/06/2020 10:25:25 მსოფლიო
რუსეთის დედაქალაქში, ჩერტანოვოს რაიონში, დოროჟნაიას ქუჩაზე მდებარე სახლში აფეთქება მოხდა, - იუწყება რუსული მედია.
“ინტერფაქსის” ცნობით, მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციათა სამსახურს მოსახლეობამ შეატყობინა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან გასულები.
სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
გამოცემა "Baza" კი აფეთქების შემდგომი პირველი წუთების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და იუწყება, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი.