Accentnews.ge
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: „ქვეყანა მათ შორის თურქეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის მზადაა“

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: „ქვეყანა მათ შორის თურქეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის მზადაა“

05/06/2020 07:45:56 მსოფლიო

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის ნიკოს პანაიოტოპულოსის განცხადებით, ქვეყანა მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის თურქეთთან სამხედრო კონფლიქტისთვისაც მზადაა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თურქეთი ბოლო დროს აგრესიულად იქცევა, საბერძნეთი კი აძლიერებს შეირაღებული ძალებს, კერძოდ, დაზვერვას.

„ჩვენ ველოდებით მოულოდნელობებს. რა თქმა უნდა, სამხედრო ჩარევა შეიძლება, ნებისმიერ შემთხვევაში. ჩვენ არ გვსურს მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი სუვერენული უფლებები. ბოლო დროს თურქეთი საკმაოდ აგრესიულად იქცევა. ჩემი აზრით, რომ საბერძნეთისთვის ამ ქცევასთან გამკლავების ერთადერთი გზა, ერთი მხრივ არის დიპლომატია და მეორე მხრივ – შეიარაღებული ძალების შემაკავებელი ძალის გაზრდა“, – განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.

საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ განაცხადა, რომ საბერძნეთი კონტინენტურ შელფთან ახლოს, ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოსაპოვებლად დაზვერვითი სამუშაოების ჩატარებას აპირებს.

ნატო-ს მოკავშირეები, თურქეთი და საბერძნეთი, დიდი ხანია, დავობენ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო საზღვრებისა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მინერალური რესურსების მოპოვების უფლებებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S